გორელმა მოკრივეებმა სხვადასხვა სინჯის 8 მედალი მოიპოვეს საქართველოს ჩემპიონატზე დიდებსა და ახალგაზრდებს შორის კრივში.
ბათუმის სპორტის სასახლეში გამართულ ქვეყნის ჩემპიონატში გორის ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის და ვარიანის გიორგი კანდელაკის სახელობის კრივის სკოლათა სპორტსმენები მონაწილეობდნენ.
გორის კრივის სკოლის სპორტსმენებმა 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს: ლევან დემუროვი (ოქრო, 57 კგ. ახალგაზრდები), ანა მარგიევი (ვერცხლი, 60 კგ. დიდები), ნიკოლოზ წიწიკაშვილი (ბრინჯაო, 63,5 კგ. ახალგაზრდები), ლუკა ნიქაბაძე (ბრინჯაო, 71 კგ. დიდები), გიორგი გუცაევი (ბრინჯაო, 80 კგ. დიდები).
ვარიანის კრივის სკოლამ 2 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი აიღო (სამივე ახალგაზრდებში): ლაშა კერესელიძე (ოქრო, 48 კგ.), ავთანდილ მდინარიძე (ოქრო, 92 კგ.), ნიკოლოზ ბუზალაძე (ბრინჯაო, 48 კგ.).
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება