გორის მე-10 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.
როგორც ,,გორის მაცნეს“ სკოლის დირექტორმა განუცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი შენობის გათბობის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები გახდა.
გელა ჯაფარიძის თქმით, მიმდინარე სამუშაოები 15 თებერვალს უნდა დასრულდეს.
„მიმდინარეობს გათბობის სისტემის ძირითადი აგრეგატის ამოცვლა. დაგეგმილია ამორტიზებული რადიატორების ახლით ჩანაცვლებაც. ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოები 15 თებერვალს უნდა დასრულდეს და შესაბამისად, განახლდება სწავლების ჩვეული რეჟიმი, ამჟამად კი, 2 თებერვლიდან 15 თებერვლამდე, სასწავლო პროცესი მიმდინარეობს დისტანციური ფორმატით“, - განაცხადა სკოლის დირექტორმა. ცნობისთვის, გორის მე-10 საჯარო სკოლაში 763 მოსწავლე ირიცხება.3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ