სამართალი
26.01.2020 16:35
ხაშურთან მომხდარ ავარიას 4 ადამიანი ემსხვერპლა, გარდაცვლილთაგან 3 ბავშვია
შიდა ქართლის ტერიტორიაზე, ხაშური-ბორჯომის საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილთა შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვია.  სოფელ სათივესთან, საავტომობილო გზაზე მოძრავი მანქანა მდინარე მტკვარში გადავარდა. შემთხვევის შედეგად ადგილზე დაიღუპა სატრანსპორტო საშუალების მძღოლი და მანქანაში მყოფი 5-დან 10 წლამდე ასაკის 3  ბავშვი, ორი ბიჭი და ერთი გოგონა. ავტომანქანაში მყოფი კიდევ ერთი მგზავრი კი, რომელსაც წყლიდან ამოყვანისას გულის გაჩერება დაუფიქსირდა, ხაშურის საავადმყოფოში გადაყვანისას ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად გული აუმუშავდა და რეფერალურ ჯგუფს პაციენტი თბილისში გადაჰყავს, თუმცა, მისი მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა. 
კვირის ამბები