გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 8 თებერვალსაც შენარჩუნდება დაბალი ტემპერატურა და ნალექი თოვლის და თოვლჭყაპის სახით.
მცირე თოვლი და -1 გრადუსი ყინვაა ნავარაუდევი გორში დღეს ღამის საათებში, 8 თებერვალს კი, დღისით, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +3 გრადუსს მიაღწევს, მოსალოდნელია ნალექიც ზოგან თოვლის და მუნიციპალიტეტის ზოგ ლოკაციაზე თოვლჭყაპის სახით.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, 9 თებერვლიდან 5 დღის განმავლობაში, გორში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, თუმცა, ტემპერატურის მკვეთრად მატება ნავარაუდევი არ არი. დღის საათებში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +5 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი მოსალოდნელია ყინვა -2, -4 გრადუსის ფარგლებში.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ