სპორტი
07.02.2023 14:26
გორის სპორტის სასახლე თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლებს
8-9 თებერვალს, გორის სპორტის სასახლე საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლებს თავისუფალ ჭიდაობაში 23 წლამდელთა შორის.
ჩემპიონატზე აღნიშნული ასაკობრივი კატეგორიის საქართველოს საუკეთესო ფალავნები იასპარეზებენ.
გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ინფორმაციით, პირველობისთვის ბრძოლაში ჩაებმებიან გორელი მოჭიდავეებიც, რომელთაგან რამდენიმეს გასული წლების საერთაშორისო წარმატებებიც უმაგრებს ზურგს.
„ჩემპიონატის შედეგების მიხედვით დაკომპლექტდება საქართველოს ნაკრები, რომელიც მონაწილეობას მიიღებს წლევანდელი წლის მთავარ შეჯიბრებებზე - ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზე 23 წლამდელთა შორის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, შეჯიბრებაზე გულშემატკივრის დასწრება თავისუფალია, ორთაბრძოლები 11:00 საათზე დაიწყება.
კვირის ამბები