სპორტი
07.02.2023 11:46
გორელმა მოჭიდავეებმა გუნდურ ჩათვლაში პირველი და მესამე ადგილები დაიკავეს

გორში გამართულ ბადრი ბარამიძის და ომზარ შოშიტაიშვილის ხსოვნის მემორიალურ ტურნირში 260-მდე სპორტსენმა მიიღო მონაწილეობა.

მიღებული მედლების რაოდენობის გათვალისწინებით, გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლა გავიდა, მეორეზე - ქარელის, ხოლო მესამეზე - შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის გუნდი.

ტურნირში მონაწილეობდნენ 2011-2012 წ.წ. დაბადებული თავისუფალი სტილით მოჭიდავეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან და პირველობისთვის 13 წონით კატეგორიაში იბრძოდნენ.

„გორის მაცნე“ გორელი მოჭიდავეების შედეგებს გაგაცნობთ:

პირველ ადგილის მფლობელები გახდნენ: ნიკოლოზ გაგლოშვილი (29 კგ.), ზურა დოთიაშვილი (35 კგ.), გიორგი ლობჟანიძე (38 კგ.), მიხეილ მაყიშვილი (44 კგ.), ედვარდ მანველიშვილი (48 კგ.), ანდრია დოიჯაშვილი (57 კგ.).

მეორე ადგილი დაიკავეს: ნიკა ბერიანიძემ (20 კგ.), თომა პაპიტაშვილმა (23 კგ.), მათე პაპიტაშვილმა (26 კგ.), ლუკა დოთიაშვილმა (35 კგ.), ლუკა ქარელიშვილმა (41 კგ.), საბა ჟამერაშვილმა (48 კგ.), დავით რაზმაძემ (52 კგ.), ალექსანდრე ტლაშაძემ (57 კგ.), ერეკლე მამესწარაშვილმა (62 კგ.).

მესამე ადგილზე გამოვიდნენ: ლაზარე კურმაშვილი (32 კგ.), დათო ტაბატაძე (38 კგ.), ნიკოლოზ რამიშვილი (48 კგ.), მათე ქიტუაშვილი (48 კგ.), საბა ვართანიანი (52 კგ.).

შეგახსენებთ, შეჯიბრება პირველად შარშან ჩატარდა, წელს კი გორის მერიის და გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით, გორმა აღნიშნულ ტურნირს მეორედ უმასპინძლა.

კვირის ამბები