საზოგადოება
07.02.2023 11:29
დევნილების საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, თბილისსა და რეგიონებში სამშენებლო სამუშაოები დაიწყება
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, 2023 წლიდან იძულებით გადაადგილებულ ოჯახთა განსახლების ტემპი და მასშტაბი კიდევ უფრო გაიზრდება.

დევნილების საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში კი ახალი საცხოვრებელი ფართით იძულებით გადაადგილებული 13 000 ოჯახი დაკმაყოფილდება.

„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, დევნილებისთვის გათვალისწინებულია 7000 ახალი ბინის აშენება და სოფლად სახლის პროექტის ფარგლებში, 6000 საცხოვრებლის შესყიდვა. 13 000 ოჯახის განსახლების შემდეგ, დევნილთა საცხოვრებელი ყველა ნგრევადი ობიექტი დაიხურება.
კვირის ამბები