საზოგადოება
06.02.2023 15:57
ბრინჯის, წიწიბურას, მაკარონის, შაქრის, მარილის, ზეთის ფასებზე არის 60-80%-ის ფასნამატი, ხალხის ხარჯზე ასეთი გამდიდრება არ შეიძლება - პრემიერ-მინისტრი

რამდენიმე კვირის წინ კონკურენციის სააგენტოს დავავალე სურსათის პროდუქტების ფასების შესწავლა. მაინტერესებდა, თუ რამდენად კეთილსინდისიერად მუშაობენ იმპორტიორები და რამდენად გონივრული მოგებით მუშაობენ, შედეგი მართლაც შემაშფოთებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ბრინჯის, წიწიბურას, მაკარონის, შაქრის, მარილის და ზეთის საბითუმო ფასებზე არის 60-80%-ის ფასნამატი, რასაც ასევე ემატება საცალო ფასნამატი, რომელიც მინიმუმ 25-30%-ს შეადგენს.

„რამდენიმე კვირის წინ კონკურენციის სააგენტოს დავავალე სურსათის პროდუქტების ფასების შესწავლა. მაინტერესებდა, თუ რამდენად კეთილსინდისიერად მუშაობენ იმპორტიორები და რამდენად გონივრული მოგებით მუშაობენ ისინი. შედეგი მართლაც შემაშფოთებელი იყო. მაგალითად, ბრინჯის, წიწიბურას, მაკარონის, შაქრის, მარილის და ზეთის საბითუმო ფასებზე არის 60-80%-ის ფასნამატი, რასაც შემდეგ ემატება საცალო ფასნამატი, რომელიც მინიმუმ 25-30%-ს შეადგენს. გამოდის, რომ ჯამში ჩვენს მოსახლეობას უწევს თითქმის 100%-იანი ფასნამატით ამ პროდუქტების შეძენა, რაც კატეგორიულად მიუღებელია. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მინდა დავავალო ეკონომიკის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს, რომ სასწრაფოდ გააკეთოთ სამუშაო ჯგუფი, დაიბაროთ ყველა მსხვილი იმპორტიორი, დაიწყოთ ამ საკითხის შესწავლა და მოახდინოთ შესაბამისი რეაგირება. მაქსიმუმ 2 კვირაში მაგიდაზე უნდა მქონდეს სრული სურათი შესაბამისი გამოსავლის გზებით", - აღნიშნა მთავრობის ხელმძღვანელმა.

კვირის ამბები