ჭავჭავაძისა და სტალინის ქუჩების, ასევე სტალინისა და ამილახვრის ქუჩების კვეთაზე არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელებში ენერგოეფექტური დიოდური (LED) ნათურები დამონტაჟდა.
შესაბამისი სამუშაოები გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტომ განახორციელა.
როგორც აღნიშნულ სამსახურში აცხადებენ, მოქალაქეების მხრიდან ხშირია სანათების და სადენების დაზიანების შემთხვევები, ამიტომ სააგენტოს თანამშრომლები მოქალაქეებს საერთო ქონების გაფრთხილებისკენ მოუწოდებენ.
„სამწუხაროდ, რამდენიმე დღის წინ, აღნიშნულ გადასასვლელებში უცნობმა პირებმა ახლადდამონტაჟებული სანათები და ელექტრო სადენები დააზიანეს. მსგავსი შემთხვევა არაერთხელ დაფიქსირებულა.
ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ სამოქალაქო პასუხისმგებლობა, გაუფრთხილდნენ და არ დააზიანონ ქალაქის ინფრასტრუქტურა,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ