საზოგადოება
06.02.2023 12:23
დამსახურებული მწვრთნელის - გივი ზაუტაშვილის 85 წლის იუბილე აღინიშნა

გორის მუნიციპალიტეტის მერიის და გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, გივი ზაუტაშვილის 85 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

არაერთი დიდი ჩემპიონის აღმზრდელი ექვსი ათეული წელია ქართულ სპორტს, კერძოდ, გორში ძიუდოს და საჭიდაო სახეობების განვითარებას ემსახურება. მის ხელში არაერთმა დიდმა სპორტსმენმა - ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონმა გაიარა.

გივი ზაუტაშვილი დღესაც გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსურ სპორტული სკოლის მწვრთნელია და ახალგაზრდა სპორტსმენების დაოსტატებაში მონაწილეობს. კარიერის მანძილზე მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და წოდება. მისი შრომის ყველაზე შთამბეჭდავი აღიარება კი ტიტულოვანი შეგირდები არიან, რომლებიც დიდი გამარჯვებებით სახელს უთქვამენ საქართველოს და მშობლიურ ქალაქს.

საიუბილეო ღონისძიებაზე შეიკრიბნენ მისი შეგირდები, სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები, მიულოცეს 85 წლის მწვრთნელს იუბილე, გაიხსენეს მისი ამაგი, მნიშვნელოვანი მიღწევები და უსურვეს კიდევ დიდხანს შრომა ქართული სპორტის საკეთილდღეოდ.

კვირის ამბები