საზოგადოება
06.02.2023 11:51
გორის №4 საჯარო სკოლაში სკოლის ექიმის პოზიციაზე ვაკანსიაა
სსიპ ქალაქ გორის №4 საჯარო სკოლა სკოლის ექიმის ვაკანსიას აცხადებს, რომელიც კვირაში 40 საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს. რაც შეეხება დამსაქმებლის მოთხოვნებს, კანდიდატს უნდა ჰქონდეს სახელმწიფო სერთიფიკატი საექიმო სპეციალობაში - „საოჯახო მედიცინა“, „ზოგადი პროფილის ექიმი პედიატრი“ ან „პედიატრია“.
სასურველია ჰქონდეს მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილებაც.

გამოცხადებულ პოზიციაზე ანაზღაურება 500-650 ლარია. მსურველებმა განაცხადი ელექტრონულად www. pedagogi. ge (teacherjobs. ge)- ზე, 10 თებერვლის ჩათვლით უნდა გაგზავნონ.
კვირის ამბები