სპორტი
06.02.2023 11:04
გორელი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი ზედიზედ მეორედ პარიზის გრანდ სლემის გამარჯვებული გახდა
ტიტულოვანმა ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ.) პარიზის გრანდ სლემი ოქროს მედლით დაასრულა. პირველ საშეჯიბრო დღეს მან ოქროს მედალი მოიპოვა და ტურნირი ზედიზედ მეორედ მოიგო.
გორელმა სპორტსმენმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო. გადამწყვეტ ბრძოლამდე ანტონიო ტორნალი (დომინიკა), გაბრიელე სული (იტალია), დანიარ შამშაიევი (ყაზახეთი) და ჰეონ ჩეინ კანგი (სამხრეთ კორეა) დაამარცხა, ფინალში კი დანიელ კარნინს (ბრაზილია) იპონით სძლია, რომელთანაც ადრე ორჯერ დამარცხდა.
კვირის ამბები