სამართალი
06.02.2023 10:55
სოფელ რეხაში 65 წელს გადაცილებულმა მამაკაცმა სავარაუდოდ ცოლი და სიდედრი მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

არსებული ინფორმაციით, სოფელ რეხაში, 65 წელს გადაცილებულმა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჯერ ცოლი და სიდედრი მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ოჯახის ახლობლების თქმით, მამაკაცი პოლიციის ყოფილი თანამშრომელი ხვთისო პეტრიაშვილია. წლების განმავლობაში ოჯახი გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე ცხოვრობდა, რამდენიმე წლის წინ კი საცხოვრებლად სოფელ რეხაში გადავიდა. გარდაცვლილების მეზობლები მომხდარის ვერსიებზე ვერაფერს ამბობენ.

შემთხვერვის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ, მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

კვირის ამბები