სამართალი
03.02.2023 19:55
7 წლის ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ ახალგაზრდა მამაკაცს გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა

გორის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა და შიდა ქართლის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ ახალგაზრდა მამაკაცს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

შეგახსენებთ, შსს-ს თანამშრომლებმა არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით შიდა ქართლში ერთი პირი დააკავეს.

20 წლის მამაკაცი, რომელსაც ბრალად ედება 7 წლის ბავშვის გაუპატიურება, მოზარდის ნათესავია.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ გაუპატიურებას გულისხმობს და თავისუფლების აღკვეთას ვადით 15-დან 20 წლამდე ან უვადოდ ითვალისწინებს.

კვირის ამბები