საზოგადოება
03.02.2023 13:56
წედისის და ბნავისის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მალე დასრულდება
გორის მუნიციპალიტეტის სოფლების, წედისის და ბნავისის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მალე დასრულდება, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობა ავრცელებს.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემის მოწყობა. სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთის სიგრძე 5 800 მეტრია.

„უნდა აღინიშნოს, რომ გრუნტიანი გზა და დაზიანებული ასფალტის საფარი რამდენიმე ათეული წელია პრობლემებს უქმნიდა როგორც მძღოლებს, ასევე ფეხით მოსიარულეებს. პროექტის მიხედვით, გზის სავალ ნაწილზე უკვე დაიგო ასფალტის საფარი და მდინარე ათრევას რამდენიმე მონაკვეთზე მოეწყო ნაპირსამაგრი კედლებიც.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და გორის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება“, - ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვირის ამბები