ტურიზმი
03.02.2023 13:13
2023 წლის იანვარში გორის მუნიციპალიტეტს 10 967 ვიზიტორი ეწვია

გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილებამ ახალი სტატისტიკა გამოაქვეყნა.

წყაროს ცნობით, მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან 3 თებერვლის ჩათვლით, გორის მუნიციპალიტეტს 10 967 ვიზიტორი ეწვია, აქედან 8 256 უცხოელი, 2 711 კი - ადგილობრივი.

უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის სხვა რეგიონების მსგავსად, შიდა ქართლში ტურისტული სეზონი ამინდის გათვალისწინებით აქტიურად ჯერ კიდევ არ დაწყებულა, ამიტომ, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები დამთვალიერებელთა ნაკადის ზრდას ტემპერატურის მატების პარალელურად ელიან.

კვირის ამბები