არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის თანამშრომლებმა ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, პირი, რომელსაც ბრალად ედება 7 წლის ბავშვის გაუპატიურება, მოზარდის ოჯახის წევრია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ გაუპატიურებას გულისხმობს და თავისუფლების აღკვეთას ვადით 15-დან 20 წლამდე ან უვადოდ ითვალისწინებს. დაკავებულია ერთი პირი.