საზოგადოება
02.02.2023 13:55
ენერგეტიკის სფეროში ქალთა გააქტიურება - სემეკი ქვეყნის მასშტაბით ახალ პროექტს იწყებს
ენერგეტიკის სექტორში ქალების როლის გაძლიერების მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის დეპარტამენტებში ქალი სტაჟიორების მისაღებად კონკურსი ცხადდება, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, USAID-ის მხარდაჭერით, კომუნალური სამსახურების მარეგულირებელი კომისიების ეროვნული ასოციაციის (NARUC) გენდერული თანასწორობის პროგრამის - „ენერგეტიკაში ქალი ლიდერების წინ წამოწევის“ ფარგლებში, ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა პირველი მარტიდან დაიწყება. სტაჟირების ხანგრძლივობაა 6 თვე.

„სტაჟიორები შეირჩევიან ღია კონკურსის გზით. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ინჟინრის, იურისტის, ეკონომისტი/ფინანსისტის სპეციალობის მიმართულებით ბაკალავრიატის და მაგისტრატურის დამამთავრებელი კურსის ქალ სტუდენტებს ან ახალ კურსდამთავრებულებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვირის ამბები