2023 წელს, განსახორციელებელი გეგმის მიხედვით, 20 000 სოციალურად დაუცველი მოქალაქე დასაქმდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის ფარგლებში, 2023 წელს განსახორციელებელი გეგმის მიხედვით, 20 000 სოციალურად დაუცველი მოქალაქე დასაქმდება, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„საზოგადოებრივი სამუშაოების დასაქმების პროგრამის ფარგლებში, 2022 წელს 30 000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი მოქალაქე დასაქმდა. მიმდინარე წელს კი აღნიშნული სტატუსის მქონე 20 000 მოქალაქე დასაქმდება. ამასთან ერთად, დაგეგმილია მიზნობრივი სოციალური პროგრამის ახალი მეთოდოლოგიის დამტკიცებაც, რის შემდეგაც, 2024 წელს, ეტაპობრივად მოხდება სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება ახალი მეთოდოლოგიით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.