თავისუფალი სტილით მოჭიდავე გორელმა ბექა ბუჯიაშვილმა (57 კგ.) ხორვატიის დედაქალაქში მიმდინარე შეჯიბრებაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
მან პირველ შეხვედრაში ეკვადორელი ჯუზეპე რიკარდო რეა 10:0 დაამარცხა. შემდეგ, იგივე ანგარიშით სძლია ფრანგ ვალენტინ დამურს, თუმცა, ნახევარფინალში აზერბაიჯანელ ალი რზაზადესთან 2:4 წააგო და ბრინჯაოს შანსი დარჩა.
ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ბექა ბუჯიაშვილმა აზერბაიჯანელ ისლამ ბაზარგანოვს 4:4, ქულის უპირატესობით მოუგო და მედალსაც დაეუფლა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შეჯიბრება, რომელიც 1-ელ თებერვალს დაიწყო ზაგრებში, სარეიტინგო ქულებს იძლევა მსოფლიოს წლევანდელი ჩემპიონატის და პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს