საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ტერიტორიული რეზერვის პროგრამას აგრძელებს.
უწყების ინფორმაციით, ტერიტორიულ რეზერვში მიიღებიან საქართველოს მოქალაქეები 18-დან 51-წლამდე ასაკის, მათ შორის, სტუდენტები 18-დან 22 წლის ჩათვლით.
„ტერიტორიულ რეზერვში მიღება ნებაყოფლობითი და ანაზღაურებადია. რეზერვში ჩარიცხულ მოქალაქეებს 4-წლიანი კონტრაქტი გაუფორმდებათ და სამოქალაქო სამსახური შეუნარჩუნდებათ. რეზერვისტის მინიმალური წლიური ანაზღაურება 4218 ლარია და სამედიცინო დაზღვევით იქნება უზრუნველყოფილი.
წლის განმავლობაში საბრძოლო მომზადება 45 დღემდე პერიოდს მოიცავს, რომელიც თანაბრადაა გადანაწილებული 12 თვეზე“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აღსანიშნავია, რომ სტუდენტებს, სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის დასრულების შემდეგ, სამხედრო სავალდებულო სამსახური გავლილად ჩაეთვლებათ.
საბუთების მიღება მიმდინარეობს ყოველ სამუშაო დღეს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, პარასკევს 10:00 საათიდან 12:00 საათამდე, შემდეგ მისამართებზე:
თბილისი, კრწანისი, გორი, თელავი, ქუთაისი, სენაკი, ბათუმი, ახალციხე.
ქ. გორი - ცხინვალის გზატკეცილი მე-2 კილომეტრი; ტელ (995) 591 24 25 30
მსურველებს, ასევე, შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ონლაინ: onlinebct. mod. gov. ge