საზოგადოება
24.01.2020 12:55
წუხელ მოსული ნალექის გამო, ქალაქის ქუჩებზე პრობლემა არ შექმნილა - ბაჩანა გვიანიშვილი

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წუხელ მოსულ თოვლს რომ გადაადგილების პრობლემა არ შეექმნა, საავტომობილო გზებზე ტექნიკური მარილის დაყრის სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელის, ბაჩანა გვიანიშვილის ინფორმაციით, სააგენტოს თანამშრომლები გზების ტექნიკური მარილით დამუშავების სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდნენ.

„წუხელ მოსული ნალექის გამო, ქალაქის ქუჩებზე პრობლემა არ შექმნილა. ჩვენი სააგენტო მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა და საპატრულო პოლიციის რეკომენდაციით, ქალაქიც იმ უბნებში ვახორციელებდით მარილის მოყრის სამუშაოებს, სადაც საჭიროება მოითხოვდა. ეს იყო ძირითადად, შუქნიშნები, ხიდები, ასევე, კომბინატის დასახლების ტერიტორია - მშვიდობის გამზირზე ორჯერ გახდა აღნიშნული სამუშაოების ჩატარება საჭირო. დილით კი, საკონტროლო შემოვლა განხორციელდა და ჩვენმა თანამშრომლებმა ტექნიკური მარილი ვერხვების დევნილთა დასახლების ასასვლელში, კვნერნაქის (უმეტესად, აღმართებზე) და ჭალის დასახლებების ტერიტორიაზე მოაყარეს.  შემიძლია თავისუფლად გითხრათ, რომ თოვლისა და ყინვის გამო, ქალაქის მასშტაბით, მძღოლებსა და ქვეითებს გადაადგილების პრობლემა არ შექმნიათ“, - აღნიშნა GMnews-თან საუბრისას ბაჩანა გვიანიშვილმა.

კვირის ამბები