შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა მემორიალურ ტურნირზე იასპარეზეს.
შეჯიბრება კასპში ჩატარდა და ადგილობრივი მოჭიდავის, ვახტანგ მუმლაურის ხსოვნას მიეძღვნა.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, ტურნირში, ასევე მონაწილეობდნენ უმცროსი ასაკის მოჭიდავეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
შოთა ჩოჩიშვილის სახელობის სკოლის სპორტსმენებმა ტურნირი - 4 პირველი, 5 მეორე და 5 მესამე ადგილით დაასრულეს.
პირველი ადგილი დაიკავეს: გიორგი სომხიშვილმა (26 კგ.), გიორგი ქარელმა (35 კგ.), ამირან გერმანოზაშვილმა (48 კგ.), ერეკლე ქართველიშვილმა (52 კგ.); მეორე ადგილზე გამოვიდნენ: შაკო ბარამაშვილი (26 კგ.), ნიკა გაგლოშვილი (29 კგ.), სოლომონ გაგლოშვილი (38 კგ.), გიორგი ბარამაშვილი (48 კგ.), დავით რაზმაძე (52 კგ.); ხოლო მესამე ადგილი წილად ხვდათ: ნიკოლოზ გოგშელიძეს (26 კგ.), ალეკო კურტანიძეს (29 კგ.), ნიკა ჭიღლაძეს (41 კგ.), საბა ბითარიშვილს (41 კგ.), გიორგი კურტანიძეს (44 კგ.).