საზოგადოება
01.02.2023 11:47
მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაში განაცხადების მიღება დღეიდან დაიწყო
დღეიდან, პირველი თებერვლიდან მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაში განაცხადების მიღება დაიწყო.
სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამა ითვალისწინებს მხოლოდ მოსავლის ამღები, როგორც თვითმავალი, ასევე მისაბმელი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებას.

„სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა ერთ ბენეფიციარზე მარცვლეულის მოსავლის ასაღებად განკუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის (კომბაინის) შემთხვევაში შეადგენს ღირებულების არაუმეტეს 40%-ს, მაგრამ არაუმეტეს 200,000 ლარისა. სხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შემთხვევაში (გარდა ყურძნის მოსავლის ამღები ტექნიკისა) კი, არაუმეტეს 40%-ს, მაგრამ არაუმეტეს 150,000 ლარისა, ხოლო ჩაის ხელის საკრეფი ტექნიკის შემთხვევაში − არაუმეტეს 50%-ს, არაუმეტეს 500 ლარისა. ამასთან, შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა უნდა იყოს ახალი და აკმაყოფილებდეს შემდეგ ორ პირობას:
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკა წარმოებული უნდა იყოს შესყიდვამდე არაუმეტეს ორი კალენდარული წლით ადრე.
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკაზე საგარანტიო პირობები უნდა ვრცელდებოდეს განაცხადის წარდგენიდან არანაკლებ 6 თვის ვადით“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვირის ამბები