საზოგადოება
31.01.2023 15:37
მანქანების განმეორებითი ინსპექტირება 1-ლი თებერვლიდან ფასიანი ხდება

1-ელი თებერვლიდან მანქანების განმეორებითი ინსპექტირება ფასიანი ხდება.

სატრანსპორტო საშუალებების განმეორებითი ტექინსპექტირების ტარიფები ამგვარად განისაზღვრა:

8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე, მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები - 30 ლარი;

3500 კგ-ზე მეტი სრული მასის მქონე, ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები - 30 ლარი;

3500 კგ-ზე მეტი სრული მასის მქონე მისაბმელები და ნახევრად მისაბმელები - 20 ლარი;

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოსატრანსპორტო საშუალებები - 20 ლარი;

ტაქსი - 20 ლარი;

პიკაპი - 20 ლარი;

არაუმეტეს 3500 კგ-ზე სრული მასისა და არანაკლებ ოთხი თვლის მქონე, ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები, სასოფლო-სამეურნეო მანქანების და ტრაქტორების გარდა - 20 ლარი;

არაუმეტეს 8 დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) და არანაკლებ ოთხი თვლის მქონე, მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები (მსუბუქი ავტომობილები) - 20 ლარი;

M1 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის, რომლებიც აღჭურვილნი არიან მხოლოდ ელექტროძრავით, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების საფასური განისაზღვრება 48 ლარით, ხოლო განმეორებითი ინსპექტირების საფასური განისაზღვრება -15 ლარით.

შეგახსენებთ, ამ დრომდე ეს მომსახურება უფასო იყო და ტექნიკური ინსპექტირების კომპანიები ვალდებულები იყვნენ, დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე შეემოწმებინათ სატრანსპორტო საშუალებები განმეორებით, კვლავ ფიქსირდებოდა თუ არა ხარვეზი.

ფასის დაწესების შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 9 დეკემბერს მიიღო.

კვირის ამბები