დასავლელი მოკავშირეების მიმართ, სამხედრო თვითმფრინავების გაგზავნით თხოვნით უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მოწოდებამ შედეგი ჯერჯერობით არ გამოიღო.
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინას F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს არ გაუგზავნის, - ამის შესახებ
ბაიდენმა ჟურნალისტის კითხვაზე კომენტირებისას განაცხადა.
უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების გაგზავნას გამორიცხავს გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი.
ცნობისთვის, გერმანიამ უკრაინისთვის Leopard 2 ტიპის ტანკების გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო, ამასთანავე, შეერთებულმა შტატებმაც განაცხადა, რომ უკრაინას M1 Abrams-ის ტანკებს გაუგზავნიან, თუმცა, უკრაინა ამ დახმარებას არასაკმარისად მიიჩნევს და მოკავშირე ქვეყნებს სთხოვს, რომ უკრაინას მოიერიშე თვითმფრნავები გაუგზავნონ და მისი საბრძოლო შესაძლებლობები გააძლიერონ.
ამ ეტაპზე ცნობილია, რომ თვითმფრინავების უკრაინაში გაგზავნას არ გამორიცხავს საფრანგეთი და პოლონეთი.