თოვლისა და მოსალოდნელი ზვავსაშიშროების გამო, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კორშა-ბისოს მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, რაც შეეხება საავტომობილო გზის ჟინვალი-კორშას მონაკვეთს, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე შეზღუდვა დღეს დილიდან მოიხსნა და მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მოქმედი შეზღუდვა გაუქმდა საჩხერე-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზეც და მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.