საზოგადოება
31.01.2023 11:59
სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით, დევნილებსა და ეკომიგრანტებს გრანტები გადაეცათ
სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით, 29 დევნილსა და ეკომიგრანტს გრანტი გადაეცა.

ბენეფიციარები, რომლებიც მეწარმეობით არიან დაკავებულები, 7500 ლარის ფარგლებში დაფინანსდნენ. საქმიანობის გაფართოებისა თუ წამოწყებისთვის საჭირო ტექნიკა, დანადგარები და ინვენტარი, იძულებით გადაადგილებულმა პირებმა თავად შეარჩიეს.

„დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს პროგრამის მიზანს იძულებით გადაადგილებული პირების სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა წარმოადგენს.
პროგრამა სააგენტოსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების(GIZ) პროექტის – „მოწყვლადი დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური ჩართულობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში(EPIC)“ ერთობლივი დაფინანსებით ხორციელდება“, - აცხადებენ სააგენტოში.
კვირის ამბები