საზოგადოება
30.01.2023 16:32
გორში ორ ლოკაციაზე ახალი შუქნიშნები მოეწყობა

გორში, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ახალი შუქნიშნების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, თანამედროვე სტანტარდების შესაბამისი საგზაო მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებები ორ ლოკაციაზე მონტაჟდება, კერძოდ, ცხინვალის გზატკეცილის, ტყვიავისა და პუშკინის ქუჩების, ასევე, სტალინის და თამარ მეფის გამზირების კვეთაზე.

„გორში პირველად მონტაჟდება საგზაო მოძრაობის რეგულირების ტექნიკური მოწყობილობები, რომლებიც შშმ პირების ინტერესებს ითვალისწინებს. ტრანსპორტის გარდა, ახალი შუქნიშნები მოაწესრიგებს ქვეითების მოძრაობასაც და ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვისაც“, - აღნიშნულია მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროექტის ღირებულება 365 115 ლარია, თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

ხელშეკრულების მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები მიმდინარე წლის მაისამდე უნდა დაასრულოს.

კვირის ამბები