საზოგადოება
30.01.2023 14:33
ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით ტექნიკა-დანადგარები და ხელსაწყოები გადაეცათ

ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს შემოსავლის წყაროს გაჩენისა და თვითდასაქმების ხელშეწყობისთვის ტექნიკა-დანადგარები და ხელსაწყოები გადაეცათ.

როგორც დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში აცხადებენ, პროგრამის მიზანს რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა და მიგრანტთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება წარმოადგენს.

პროგრამის მონაწილეებმა საქმიანობის წამოწყებისა თუ გაფართოებისთვის საჭირო სახელობო იარაღები, მომსახურების სფეროსთვის ინვენტარი, სამშენებლო, სასოფლო-სამეურნეო, სამკერვალო თუ სხვა საქმიანობისთვის საჭირო ტექნიკა თავადვე შეარჩიეს.

სააგენტოს დირექტორის ირაკლი მხეიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მათ გაუჩნდეთ შემოსავლის წყარო და აღარ მოუწიოთ ქვეყნის დატოვება.

სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სააგენტო, ყოველწლიურად, 200-მდე დაბრუნებული მიგრანტის საშემოსავლო პროექტს აფინანსებს.

 

კვირის ამბები