საზოგადოება
30.01.2023 14:24
სოფელ ფლავის საჯარო სკოლა ქართული ენის და ლიტერატურის პედაგოგის ვაკანსიას აცხადებს
სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავის საჯარო სკოლა ქართული ენის და ლიტერატურის პედაგოგის ვაკანსიას აცხადებს.
შესაბამისი განცხადების მიხედვით, რომელიც სკოლის ადმინისტრაციამ უკვე განათავსა, დაინტერესებულ პირებს კვირაში 15-საათიანი სამუშაო დატვირთვა მოუწევთ, რისთვისაც საგანმანათლებლო დაწესებულებას 398-437ლარიანი ანაზღაურება აქვს გათვალისწინებული.

დასაქმების მსურველები უნდა აკმაყოფილებდნენ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს. განცხადებების მიღება იწარმოებს 2023 წლის 10 თებერვლის ჩათვლით, ელექტრონულად, ვებ გვერდის: pedagogi. ge (teacherjobs.ge)-ის მეშვეობით.
კვირის ამბები