გორში, გურამიშვილის ქუჩის მიმდებარედ, მდინარე მტკვრის კალაპოტში, რკინა-ბეტონის საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს.
გამაგრებითი სამუშაოები მდინარის მარცხენა სანაპიროზე, ახალბაღიდან ძველ ხიდამდე ხორციელდება.
კედლის სიგრძე 214 მეტრი იქნება.
პროექტის მიხედვით, ნაპირსამაგრ კედელზე დაგეგმილია მოაჯირების მოწყობაც.
სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3 651 650 ლარია.
გორის მუნიციპალიტეტის მერია ნაპირსამაგრი კედლის მშენებლობის დასრულების შემდეგ, გურამიშვილის ქუჩაზე, ძველი ხიდიდან ახალბაღამდე ბულვარის მოწყობას გეგმავს.
საავტომობილო გზის იმ მონაკვეთზე, რომელიც აღნიშნულ სანაპიროს მიუყვება, იგეგმება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობაც.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ