საზოგადოება
28.01.2023 14:17
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გორის მერი მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს.

აღნიშნული შეხვედრებისას, პროგრამით განსახორციელებელ პროექტებს მოსახლეობა ხმის უმრავლესობით არჩევს.

პროგრამის ფარგლებში, ძირითადად, მოსახლეობა გარე განათების სისტემების დასრულებზე, შიდა საუბნო გზების და სანიაღვრეების მოწესრიგებაზე, სპორტული სივრცეების მოწყობასა და სკვერების და სასაფლაოების შემოღობვაზე აკეთებს არჩევანს.

,,პროგრამის ფარგლებში, თითოეულ სოფელში 10 000-დან 20 000 ლარამდე ღირებულების მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.

შეხვედრები 16 იანვარს დაიწყო და 2 თებერვალს დასრულდება.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი შეხვედრებზე „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ინიცირებული პროექტების გარდა, ადგილობრივებისგან მოსახლეობის სხვა საჭიროებებზეც იღებს ინფორმაციას.

ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მერთან შეხვედრებზე გაჟღერებული საკითხების გადასაჭრელად, პროექტებს გორის მუნიციპალიტეტის მერია ეტაპობრივად განახორციელებს“, - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები