საზოგადოება
27.01.2023 12:25
29 იანვრიდან გორის მუნიციპალიტეტში პერიოდულად ღრუბლიანობა და ნალექია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოესი 2 დღის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 29 იანვრიდან კი, ნავარაუდევია პერიოდულად ღრუბლიანობა და ნალექი თოვლჭყაპის სახით.

27 იანვარს, გორში, მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება მზიანი ამინდი და +5 გრადუსი, ღამის საათებში კი ჰაერის ტემპერატურა -6 გრადუსამდე დაეცემა.

უნალექო ამინდი და ღრუბლიანობაა მოსალოდნელი გორში 28 იანვარს, ჰაერი კი დღისით +6 გრადუსამდე გათბება, ღამით ნავარაუდევია 3 გრადუსი ყინვა და მცირე ნალექი ზოგან თოვლის სახით.

მზიან დღეს და +8 გრადუსს ვარაუდობენ სინოპტიკოსები გორში 29 იანვარს, საღამოს საათებში კი, კვლავ ნალექს პროგნოზირებენ.

დღისით +7 და უნალექო დღე, ღამით კი -1 გრადუსი და ნალექია მოსალოდნელი გორში 30 იანვარს.

პერიოდულად მცირე ნალექი, ნახევრადღრუბლიანი ამინდი და +5, +8 გრადუსია ნავარაუდევი 31 იანვარს.

პერიოდულად ღრუბლიანობა და სხვადასხვა ლოკაციაზე ნალექი გორის მუნიციპალიტეტში 10 თებერვლამდე შენარჩუნდება.

კვირის ამბები