ადგილობრივი თვითმმართველობა გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სტიქიითა და ხანძრით დაზარალებულ ოჯახებს ფინანსურ დახმარებას გაუწევს.
შემწეობას მიიღებენ მხოლოდ ის ბენეფიციარები, რომლებსაც სტიქია საცხოვრებელ ფართს დაუზიანებს.
აღნიშნული კატეგორიის მოსახლეობა წელიწადში ერთხელ, ზარალის რაოდენობის გათვალისწინებით, არაუმეტეს 5000 ლარს მიიღებს.
დაინტერესებულმა პირებმა თანხის მისაღებად წერილობით უნდა მიმართონ გორის მერიას.
დახმარებების მიღების მიზნით, მერიაში წარსადგენი დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ როგორც საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში, ასევე ვებგვერდზე: MS.GOV.GE.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ