საზოგადოება
26.01.2023 15:47
სტალინის გამზირზე მოაჯირების მონტაჟი მიმდინარეობს
გორში, სტალინის გამზირზე მოაჯირების მონტაჟი მიმდინარეობს.

განსახორციელებელი სამუშაოების ფარგლებში, ლითონის დეკორატიული მოაჯირები გამწვანებული სივრცეების ირგვლივ, ტროტუარების გასწვრივ მოეწყობა.

„მიმდინარე სამუშაოების დასრულების შედეგად მოხდება ტროტუარის იზოლირება ტრანსპორტის სავალი ნაწილისგან, რაც ქვეითთა უსაფრთხოდ გადაადგილებას უზრუნველყოფს,“ - აცხადებენ კეთილმოწყობის სააგენტოში.
კვირის ამბები