გორის მერია ყოფილ მსჯავრდებულებს, სახელმწიფო ზრუნვიდან გასულ სრულწლოვან მოქალაქეებსა და რეინტეგრაციაში მყოფ ბავშვებს ფინანსურად დაეხმარება
ადგილობრივი თვითმმართველობა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან განთავისუფლებულ ყოფილ მსჯავრდებულებს, სახელმწიფო ზრუნვიდან გასულ სრულწლოვან მოქალაქეებსა და რეინტეგრაციაში მყოფ ბავშვებს ფინანსურად დაეხმარება.
GMnews-ის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის და სოციალური პროგრამის ფარგლებში, ყოფილი მსჯავრდებულები წელიწადში ერთხელ 300 ლარს მიიღებენ.
2022 წლის 1 იანვრიდან კი, სახელმწიფი ზრუნვიდან გასული სრულწლოვანი (არაუმეტეს 21 წლისა) მოქალაქეების დახმარებას, მათზე წელიწადში ერთხელ 350 ლარი გაიცემა. რეინტეგრაციაში მყოფი ბავშვების დახმარება (თანადაფინანსებით) კი, თითოეულ ბავშვზე თვეში 100 ლარს შეადგენს.
დაინტერესებულმა პირებმა თანხის მისაღებად წერილობით უნდა მიმართონ გორის მერიას.
დახმარებების მიღების მიზნით, მერიაში წარსადგენი დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ როგორც საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში, ასევე ვებგვერდზე MS.GOV.GE.