23.01.2020 13:33
5839 ავტოსაგზაო შემთხვევა, 481 დაღუპული და 7921 დაშავებული - 2019 წლის სტატისტიკა
გასული ერთი წლის განმავლობაში, საქართველოში 5839 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, რა დროსაც 481 ადამიანი დაიღუპა და 7921 დაშავდა - აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით, ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსფრთხო გზებისთვის“ ავრცელებს. ამავე სტატისტიკის თანახმად, 2019 წელს, წინა წელთან შედარებით ავარიების შედეგად დაღუპულ პირთა რაოდენობა 5 %-ით გაიზარდა (22 ადამიანით მეტი დაიღუპა), საგზაო შემთხვევები - 9,5%-ით, დაშავებულების რაოდენობა კი, 12 %-ით შემცირდა. რაც შეეხება არასრულწლოვნების გარდაცვალებისა და დაშავების სტატისტიკას, 2019 წელს, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, 16 წლამდე ასაკის 19 მოზარდი დაიღუპა, საიდანაც 16 მგზავრი იყო, 3 კი ქვეითი. გზებზე მომხდარი ავარიების შედეგად დაშავდა 853 არასრულწლოვანი. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევ სავარაუდო მიზეზებად, უმეტესად, შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა, მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება და სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა დასახელდა.