USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა, ბაზარზე წვდომის გაუმჯობესების მიზნით, საგრანტო კონკურსს აცხადებს.
„საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაზრის იმ მონაწილეებს, რომლებიც გაზრდიან ადმინისტრაციულ გამყოფ ზოლთან მდებარე ფერმერების მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების პროდუქციის რეალიზაციის შესაძლებლობებს ან/და დადებით გავლენას მოახდენენ სამიზნე თემებში წარმოებული პროდუქციის ხარისხსა და მოცულობაზე,“ - აღნიშნულია USAID-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საგრანტო განაცხადთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:
https: //jobs.ge / ge/ ?view= jobs&id = 432496
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 6 მარტი.