ადგილობრივი თვითმმართველობა ცერებრალური დამბლით, დაუნის სინდრომით, ჰიდროცეფალიით, არომატული ამინომჟავების მეტაბოლიზმის დარღვევების, იშვიათი დაავადებების მქონე, კანის ქრონიკული (თანდაყოლილი იქთიოზი ICD Q80) დაავადების მატარებელ ადამიანებს, ასევე, ოჯახური ხმელთაშუაზღვის ცხელებით დაავადებულ პირებს ფინანსურად დაეხმარება - მოქალაქეების ზემოხსენებული კატეგორია, წელიწადში ერთხელ 500 ლარიან შემწეობას მიიღებს.
გორის მერიის ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, სოციალური დახმარებას მიიღებენ დიალიზზე მყოფი ადამიანებიც. ასეთ პირებზე წელიწადში ერთხელ 500 ლარი გაიცემა.
დაინტერესებულმა პირებმა თანხის მისაღებად წერილობით უნდა მიმართონ გორის მერიას.
დახმარებების მიღების მიზნით, მერიაში წარსადგენი დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ როგორც საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში, ასევე ვებგვერდზე: MS.GOV.GE.