სოფელ ფლავის საჯარო სკოლა ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პედაგოგის ვაკანსიას აცხადებს
სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავის საჯარო სკოლა ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პედაგოგის ვაკანსიას აცხადებს.
შესაბამისი განცხადების მიხედვით, რომელიც სკოლის ადმინისტრაციამ უკვე განათავსა, დაინტერესებულ პირებს კვირაში 15-საათიანი სამუშაო დატვირთვა მოუწევთ, რისთვისაც საგანმანათლებლო დაწესებულებას 398-437ლარიანი ანაზღაურება აქვს გათვალისწინებული.
დასაქმების მსურველები უნდა აკმაყოფილებდნენ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს. განცხადებების მიღება იწარმოებს 2023 წლის 10 თებერვლის ჩათვლით, ელექტრონულად, ვებ გვერდის: pedagogi. ge (teacherjobs.ge)-ის მეშვეობით.