საზოგადოება
25.01.2023 12:39
სოციალურად დაუცველი სტუდენტები და სპორტსმენები გორის მერიისგან ფულად დახმარებას მიიღებენ
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ, სოციალურად დაუცველ სტუდენტებს (სარეიტინგო ქულა: 0-დან 120 000 ჩათვლით, ფინანსდება სახელმწიფო გრანტის არ მქონე, 50% და70% გრანტის მქონე სტუდენტი), სწავლის ღირებულებას ადგილობრივი თვითმმართველობა დაუფინანსებს. მოქალაქეების აღნიშნული კატეგორიაზე, სოციალური პროგრამის ფარგლებში, წელიწადში ერთხელ 500 ლარი გაიცემა. ბიუჯეტში, ამდენივე რაოდენობის თანხაა გათვალისწინებული ოლიმპიურ სახეობებში საქართველოს ნაკრების მოქმედ, სოციალურად დაუცველ წევრებზეც. სტუდენტების მსგავსად, ის სპორტსმენები, რომელთა სარეიტინგო ქულა 120 000-სს არ აღემატება, დახმარების სახით, წელიწადში ერთხელ 500 ლარს მიიღებენ.

დაინტერესებულმა პირებმა, კუთვნილი თანხის მისაღებად წერილობით უნდა მიმართონ გორის მერიას. წარსადგენი დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია კი, შეუძლიათ იხილონ როგორც საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში, ასევე, ვებგვერდზე: MS.GOV.GE
კვირის ამბები