საზოგადოება
25.01.2023 12:34
გორის საავტომობილო გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
25 იანვრის 23:00-საათიდან 26 იანვრის 06:00-საათამდე გორის საავტომობილო გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, გარკვეული დროის განმავლობაში, გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.

„საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე,“ - აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვირის ამბები