საზოგადოება
24.01.2023 13:27
გორის მერია ასი და მეტი წლის ასაკის უხუცესებს, ძალადობის მსხვერპლებსა და მიუსაფარ მოქალაქეებს დაეხმარება
ასი და მეტი წლის ასაკის უხუცესებს, გორის მუნიციპალიტეტის მერია ერთჯერადად 1000 ლარით დაეხმარება, ადგილობრივი თვითმმართველობისგან სოციალური პროგრამის ფარგლებში, ფულად შემწეობას მიიღებენ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ბენეფიციარებიც (აღნიშნულ პირებზე გასაცემი თანხა 300 ლარს შეადგენს). მიმდინარე წელს, უწყება ასევე მოახდენს მიუსაფარი ადამიანების ქირით უზრუნველყოფასაც და მოქალაქეების აღნიშნულ კატეგორიას თვეში 180 ლარის ოდენობით დაეხმარება.

„გორის მუნიციპალიტეტის მერია ცდილობს, შესაძლებლობის ფარგლებში, ერთჯერადი ფულადი შემწეობების მეშვეობით, მოსახლეობას საცხოვრებელი პირობები გაუუმჯობესოს. დახმარებით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს. მათ წერილობით უნდა მომართონ გორის მერიას. დახმარების მიღების მიზნით, მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია კი, შეგიძლიათ იხილოთ როგორც საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში, ასევე ვებგვერდზე - MS.GOV.GE,“ - ნათქვამია ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვირის ამბები