საზოგადოება
24.01.2023 13:22
მკლავჭიდში იოსებ დურგლიშვილის მემორიალური ტურნირი გაიმართება - შეჯიბრს, ტრადიციულად, გორი უმასპინძლებს
ხვალ, 25 იანვარს, გორში, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონის, იოსებ დურგლიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური ტურნირი გაიმართება მკლავჭიდში.

„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, შეჯიბრება გორის მუნიციპალიტეტის მერიის და გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით ტარდება.
ტრადიციულ ტურნირს შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლა უმასპინძლებს და მასში მონაწილეობას მიიღებენ მკლავჭიდელები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

სპორტსმენები პირველობისთვის 55, 65, 75, 85 და +85 კგ. წონით კატეგორიაში იბრძოლებენ.

გამარჯვებულები და პრიზიორები თასებით, მედლებით და სიგელებით დაჯილდოვდებიან.
ასპარეზობა 13 საათზე დაიწყება.
კვირის ამბები