საზოგადოება
24.01.2023 12:15
გორის სამხატვრო სკოლის 6 მოსწავლე სერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული გახდა
გორის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა, ბავშვთა საერთაშორისო ფონდის ორგანიზებულ კონკურსში, წარმატება მოიპოვეს და საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ.

საუკეთესოებს შორის დასახელდა სხვადასხვა თემაზე შესრულებული ექვსი ნახატი და ავტორი:
მარიამ ხორგუაშვილი - „მშვიდობა მსოფლიოს“ (პედაგოგი სლავა გაბარაევი); მარიამ მეჩითოვი - „სიცოცხლე მშვენიერია“ (პედაგოგი ავთანდილ ღუდუშაური); ლაშა ხუროშვილი - „ომის შემდეგ“ (პედაგოგი ავთანდილ ღუდუშაური); მარიამ ბარჯაძე -„მშვიდობის მტრედი“ (პედაგოგი ქეთევან ქანაშვილი); მარიამ წიწიკაშვილი „ტყვიების ნაცვლად“ (პედაგოგი სლავა გაბარაევი); მაკა ოქროპირიძე „შერიგება“ (პედაგოგი ქეთევან ქანაშვილი).

გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის ცენტრის სააგენტოს ინფორმაციით, ბავშვთა ნახატების პირველი ციფრული, საერთაშორისო კონკურსი თემაზე „მშვიდობა“, გასული წლის სექტემბერში დაიწყო და შედეგები ახლა გახდა ცნობილი.
„კონკურსზე ნამუშევრები 18 წლამდე ასაკის მონაწილეებმა წარადგინეს საქართველოდან, საბერძნეთიდან, სომხეთიდან და იტალიიდან. ნახატების შერჩევა-შეფასება 2 ასაკობრივ ჯგუფში მოხდა (3-დან 12 წლის ჩათვლით და 12-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებში).
ჟიურის შერჩეული 309 ნახატი ბავშვთა საერთაშორისო ფონდის ვებგვერდზეა განთავსებული“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვირის ამბები