საზოგადოება
23.01.2023 14:48
უთოვლობის გამო, საქართველოს ზამთრის კურორტებზე სეზონი ჩავარდა, როდისთვის ვარაუდობენ თოვას სინოპტიკოსები

ბუნებრივი კლიმატური პირობების და მცირეთოვლიანობის გამო, საქართველოს ზამთრის კურორტებზე ტურისტული სეზონი ჩავარდა.

„სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებლის, შალვა ალავერდაშვილის ინფორმაციით, გუდაურის და ბაკურიანის სასტუმროებში დაგეგმილი ვიზტი არაერთმა ჯგუფმა და ვიზიტორმა გააუქმა და გადახდილი თანხა უკან გამოითხოვა.

ამასთანავე, გარკვეული პრობლემები შეიქმნა ზამთრის კურორტებზე მოქმედ სასტუმროებში დასაქმებული პერსონალისთვის ანაზღაურების გადახდის მიმართულებითაც.

როგორც ,,გორის მაცნეს“ ბაკურიანისა და გუდაურის განთავსების ობიექტებში განუცხადეს, ამგვარი უთოვლო დეკემბერ-იანვარი აღნიშნულ კურორტებზე არ ახსოვთ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ბაკურიანში ნალექი თოვლის სახით მოსალოდნელია 30 იანვრიდან, თუმცა, სინოპტიკოსები ინტენსიურ თოვას არ პროგნოზირებენ.

რაც შეეხება გუდაურს, პერიოდულად მცირე თოვლი გუდაურშიც იანვრის ბოლოდანაა ნავარაუდევი, თუმცა, გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, უხვთოვლიანობა მოსალოდნელი არ არის.

კვირის ამბები