საზოგადოება
23.01.2023 11:52
გორის მერია ერთჯერად ფინანსურ დახმარებას გაუწევს მოქალაქეებს რომლებსაც მესამე და მომდევნო შვილი შეეძინებათ

გორის მუნიციპალიტეტის მერია, სოციალური პროგრამის ფარგლებში, ერთჯერად ფინანსურ დახმარებას გაუწევს მოქალაქეებს რომლებსაც მესამე და მომდევნო შვილი შეეძინებათ.

როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეები, მესამე შვილის შეძენისას, მერიისგან 300 ლარიან შემწეობას მიიღებენ იმ შემთხვევაში თუ ოჯახის სარეიტინგო ქულა

0-დან 150 000-მდეა. სამივე შვილი კი, აუცილებლად 0-დან18 წლამდე ასაკის უნდა იყოს. წელიწადში ერთხელ, 500 ლარის ოდენობით დახმარება გაიცემა ოჯახზე, რომელსაც ოთხი შვილი ჰყავს (კრიტერიუმის მიხედვით, ოთხივე შვილი 0-დან 18 წლამდე ასაკის უნდა იყოს). რაც შეეხება ხუთ და მეტშვილიანი ოჯახების დახმარებას (თუ ყველა შვილი 0-დან18 წლამდე ასაკისაა), წელიწადში ერთხელ, თითოეულ ბავშვზე გასაცემი თანხა 200 ლარს შეადგენს.

დახმარებებით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს. პროგრამის ბენეფიციარებმა თანხის მისაღებად გორის მერიას წერილობით უნდა მიმართონ.

მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ როგორც საკრებულოს შესაბამისი დადგენილებაში, ასევე, ვებგვერდზე: MS.GOV.GE

კვირის ამბები