საზოგადოება
23.01.2023 11:41
რა შემწეობით ისარგებლებენ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომის ვეტერანები და მათი ოჯახები

გორის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამის ფარგლებში, საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა (ვეტერანთა) ოჯახები ერთჯერადი ფულადი შემწეობის სახით, 400 ლარიან დახმარებას მიიღებენ. როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, წელიწადში ერთხელ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით (26 მაისი), 300 ლარიან დახმარებას მიიღებენ საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი შშმ ვეტერანებიც. ზემოხსენებული პროგრამა, ასევე ითვალისწინებს მეორე მსოფლიო ომის მონაწილეების დახმარებას ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით 300 ლარის ოდენობით და 200 ლარიან დახმარებას საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების დახმარებას„ვეტერანის დღესთან“ (17 ოქტომბერი) დაკავშირებითაც.

„ჩვენი უწყება ცდილობს შესაძლებლობის ფარგლებში ერთჯერადი ფულადი დახმარებებით ადგილობრივ მოსახლეობას გაუუმჯობესოს საცხოვრებელი პირობები. დახმარებებით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს. მათ თანხის მისაღებად წერილობით უნდა მიმართონ გორის მერიას. დახმარებების მიღების მიზნით, მერიაში წარსადგენი დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ როგორც საკრებულოს შესაბამისი დადგენილებაში, ასევე, ვებგვერდზე: MS.GOV.GE,“ - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.

კვირის ამბები