საზოგადოება
23.01.2023 10:54
უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, დღის საათებში ჰაერის ტემპერატურა სტაბილურად შენარჩუნდება +7-8 გრადუსამდე, ღამით კი კვლავ ყინვაა მოსალოდნელი.

უფრო დეტალურად: 23-დან 28 იანვრის ჩათვლით, გორში ნავარაუდევია მზიანი ამინდი, დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +6 გრადუსს მიაღწევს, ღამის საათებში კი კვლავ ყინვაა მოსალოდნელი -4 გრადუსამდე.

29 იანვრიდან რამდენიმე დღის განმავლობაში კი, გორის მუნიციპალიტეტში ნავარაუდევია ღრუბლიანობა და ნალექი ზოგან წვიმის, მუნიციპალიტეტის გარკვეულ მონაკვეთებზე კი თოვლის და თოვლჭყაპის სახით.

კვირის ამბები